Thursday, December 19, 2019

პინგვინები


პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს — პინგვინისებრნს (ლათ. Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. 

მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 -მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიისაფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.

No comments:

Post a Comment

ფრენბურთი

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში  1895  წელს მოიგონა  ამერიკული  ქალაქის  ჰოლიოკის  მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის...