Thursday, December 19, 2019

მელაპარაკე


                                   
სუიციდი არ არის არჩევანი. თავს იკლავენ მაშინ, როდესაც ტკივილი ერევა ძალას, რომლითაც თავად ტკივილი უნდა დაამარცხო.


სა­მი თვე ოთა­ხი­დან არ გა­დის. სძი­ნავს.ხა­ტავს. კითხუ­ლობს, „ან მუ­სი­კას ვა­კეთებ, ერ­თა­დერ­თი, ბე­ბი­ა­ჩემს გავ­ძა­ხებ­დი მში­ა -­მეთ­ქი,
ისიც, ორ დღე­ში ერ­თხელ“. ლა­შა იმ დროს 15 წლი­სა­ა. სკო­ლა­ში არ და­დის, ისე­დაც ექ­ს­ტერ­ნად აბა­რებს გამოც­დებს წლის ბო­ლოს. წელ­საც ასე მოიქ­ცე­ვა.
ყვე­ლა მე­გო­ბარს ჩა­მოს­ცილ­და. არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბა. „რაც არ უნ­და მეთ­ქ­ვა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დე­ბოდ­ნენ, მაქსი­მუმ, შენ ხო არ გა­რე­კე – ეთ­ქ­ვათ“. 
რო­ცა რამ­დე­ნი­მე დღე გა­დაბ­მუ­ლად ფხიზ­ლობს, სვამს ტრან­კ­ვი­ლი­ზა­ტორს, წამ­ლე­ბის ყუ­თი­დან. „მოდი, ფსი­ქოლოგ­თან წა­ვი­დეთ“, „აბა, რა გინ­და, რა ვქნათ?“ მშობ­ლე­ბი თავს რომ აბეზ­რე­ბენ, უხე­შად, ან ძა­ლი­ან უხე­შად პა­სუ­ხობს. 
კა­რი შიგ­ნი­დან აქვს ჩა­კე­ტი­ლი. სახ­ლიდან სულ რამ­დენ­ჯერ­მე გა­დის, მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღაც წვრილ­მა­ნებს ყი­დუ­ლობს. გა­უ­თავებ­ლად სქრო­ლავს „იუთუ­ბის“ ვი­დე­ო­ებს გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე. უყუ­რებს, როგორ ლღვე­ბა უშ­ვე­ლე­ბე­ლი თეთ­რი აისბერ­გე­ბი ოკე­ა­ნე­ში. იმახ­სოვ­რებს წლებს, რო­დე­საც ქვეყ­ნე­ბის სა­ნა­პი­რო­ე­ბი და­იტბო­რე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დაკარ­გავს სახლს. ათ­ვა­ლი­ე­რებს პლას­ტ­მასის კუნ­ძუ­ლე­ბის ფო­ტო­ებს, კითხუ­ლობს სტა­ტი­ებს გა­უ­დაბ­ნო­ე­ბულ არე­ა­ლებ­ზე. „მივხვდი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არი­ან და დე­და­მი­წას ჭა­მენ. არ მინ­დო­და ამ გა­ნად­გუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვე­ღარ ვხვდე­ბო­დი, რა აზ­რი ჰქონ­და ცხოვ­რებას“. 
შუ­ადღეს შფო­თით იღ­ვი­ძებს. ოთახ­ში აქეთ­ -ი­ქით და­დის, მე­რე „სახლის აფ­თი­აქი“ მო­აქვს. ყვე­ლა­ფერს ერ­თად ყლა­პავს, რა­საც პო­უ­ლობს. ნა­წილს მშრა­ლად, ნაწილს წყალს აყო­ლებს. 

„არ ვი­ცი, რამ­დენ ხან­ში მი­პო­ვეს. ძა­ლი­ან ღრმად ჩა­მე­ძი­ნა“. 
სა­მი დღე კო­მა­ში­ა. მე­ოთხე დი­ლას თვალს ახელს და პა­ლა­ტას ათ­ვა­ლი­ე­რებს. უცხო გა­რე­მო ეხა­მუ­შე­ბა, შფო­თავს. მე­რე ნაცნო­ბი ხმა ეს­მის და უეც­რად, ტან­ში თბი­ლი ჟრუ­ან­ტე­ლი­ვით უვ­ლის რა­ღაც­ნა­ი­რი შვების და უმი­სა­მარ­თო მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა – რომ გა­დარ­ჩა. ოჯა­ხის წევ­რებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ყვე­ლა ტი­რის. „მერე ნელ­ -­ნე­ლა დავ­ლაგდით. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ. და ყვე­ლა­ფე რი შე­მეც­ვა­ლა. სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი და მე­გობ­რე­ბი გავი­ჩი­ნე. ძვე­ლე­ბი­დან ერ­თი­-ო­რი შე­მომ­რ­ჩა, მაგ­რამ ისე­თე­ბი, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ტყვი­ას რომ გა­და­ვე­ფა­რე­ბით, თუ რო­გორც ამ­ბო­ბენ.
უკ­ვე ოთხი წე­ლი გა­ვი­და. მშობ­ლე­ბის­თვის მგო­ნი სიტყ­ვაც არ მით­ქ­ვამს ხმა­მაღ­ლა. ისეთ რა­ღა­ცე­ებ­ზე დავ­ფიქ­რ­დი, რომ ახ­ს­ნა მი­ჭირს. ძა­ან ღრმად დავ­ფიქ­რ­დი“. ოთა­ხი ისევ ისე­თი დახ­ვ­და: მხო­ლოდ მის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ლო­გი­კით და­ლა­გე­ბუ­ლი ნივთე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რი სავ­სე და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ტრე­კე­ბით და ონ­ლა­ინ­ძი­ე­ბის მთე­ლი ისტო­რი­ა. „რატომღაც ეგ­რე­ვე გა­მეჩხე­რე­ბუ­ლი ტყე­ე­ბი გა­მახ­სენ­და, გე­ოგ­რა­ფი­ის გაკ­ვეთი­ლი­დან, მეწყე­რი რომ შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს. ...ხეებზე ვგიჟ­დე­ბი. შე­მიძ­ლია ვიჯ­დე და ვუ­ყუ­რო. ჰო­და, ერ­თხე­ლაც ავ­დე­ქი და მა­მა­ჩემს ვთხო­ვე ხე­ე­ბის დარ­გ­ვა­ში დამ­ხ­მარე­ბო­და“. გურ­ჯა­ან­ში შე­არ­ჩი­ეს ერ­თი გო­რა, მეჩხე­რი ტყით და ოც­დათხუთ­მე­ტი ძი­რი ნაძ­ვი დარგეს. მე­რე სხვა ად­გი­ლე­ბი იპო­ვეს. „გაზაფხულზე ან შე­მოდ­გო­მით, ამინ­დი გა­მო­ვა თუ არა, მე და მა­მა­ჩე­მი ვდგე­ბით და მივ­დი­ვართ“.



No comments:

Post a Comment

ფრენბურთი

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში  1895  წელს მოიგონა  ამერიკული  ქალაქის  ჰოლიოკის  მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის...