გიგანტური პანდები ბუნების შენარჩუნების საერთაშორისო გაერთიანებამ (IUCN) წითელ სიაში შეყვანილი გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.
ამის მიზეზი მათი პოპულაციის ზრდაა, რასაც ჩინეთის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. დღეისთვის არსებული ცნობებით, სულ 2 060 გიგანტური პანდა ფიქსირდება, რომელთაგან 1 864 ზრდასრულია.
ამის მიზეზი მათი პოპულაციის ზრდაა, რასაც ჩინეთის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. დღეისთვის არსებული ცნობებით, სულ 2 060 გიგანტური პანდა ფიქსირდება, რომელთაგან 1 864 ზრდასრულია.
გიგანტური პანდა ჩინეთის ეროვნული სიმბოლოა. ის ერთ დროს სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთში იყო გავრცელებული. თუმცა ქვეყანაში მოსახლეობის მატებამ და ურბანიზაციის მაღალმა მაჩვენებელმა ბამბუკის ტყეების შემცირებას შეუწყო ხელი, რამაც გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა.
ჩინეთის მთავრობა უკვე რამდენიმე წელია ცდილობს პანდების პოპულაციის ზრდას ბამბუკის ტყეების გავრცელებით შეუწყოს ხელი, რადგან გიგანტური პანდები ამ მცენარეზე არიან დამოკიდებული. მცენარე მათი რაციონის 99 პროცენტს შეადგენს და ბამბუკის გარეშე შიმშილით დაიცოხებიან. ყოველდღიურად ზრდასრული პანდა საშუალოდ 12-დან 28 კილომდე ბამბუკს მიირთმევს, რომელიც იმ ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, რაც სიცოცხლისთვის სჭირდებათ.
No comments:
Post a Comment